იმერეთში, ტყიბულის რაიონში, სოფელ ძმუისში, მდინარე ლეხიდარზე ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს. კანიონმა ყურადღება უკვე მიიქცია. იტალიელმა მოგზაურებმა, “National Geographic”-ის ფოტოგრაფებთან ერთად, კანიონი უკვე მოინახულეს.
გარდა ამისა, ჩამოსულები იყვნენ ჩეხი სპეციალისტები. ნიუ-იორკის ინსტიტუტის სპეციალისტის თქმით, ასეთი მღვიმე მსოფლიოში მეორე არ არის ჯერჯერობით აღმოჩენილი.
agora.ge