ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ტორპედოს” საკუთარი ინტერნეტ ტელევიზია ექნება

17 დეკემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 30

“ტორპედოს” საკუთარი ინტერნეტ ტელევიზია ექნება

ტელევიზიით საფეხბურთო მატჩები და სხვადასხვა გადაცემები გავა.

ახალი სეზონიდან ქუთაისის საფეხბურთო გუნდს “ტორპედოს” თავისი ინტერნეტ ტელევიზია ექნება. ინფორმაცია “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ტელევიზიას “ტორპედოTV” დაერქმევა, რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ინტერნეტ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა ასაკობრივი გუნდების მატჩები, სხვადასხვა სახის სიუჟეტები, როგორც მთავარ, ისე ასაკობრივ გუნდებზე, ფეხბურთელებთან ინტერვიუები, სხვადასხვა სახის გადაცემები.

თეგები: ტორპედო