ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იმერეთის მხარესა და ჩინეთის ძიანსის პროვინციას შორის გაფორმდა. მემორანდუმი კულტურის, ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის საკითხებში ურთიერთანამშრომლობას გულისხმობს.
შეხვედრას ძიანსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის დირექტორი ლიუ ძიმინი იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი მირიან გოგიაშვილი ესწრებოდნენ.
ჭიჭინაძის თქმით, აღნიშნულ ურთიერთობას დიდი პერსპექტივა აქვს.
„სტუმრად გვყავს ძიანსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი. პროვინცია საკმაოდ დიდია, სადაც 46 მილიონი კაცი ცხოვრობს. მისი დედაქალაქი ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია. ჩვენს ურთიერთობებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს,“-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.