ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მომხრე ქუთაისში ყავს

16 იანვარი, 2018 • ნიუპრესი • 1

ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მომხრე ქუთაისში ყავს

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას, ყველაზე მეტად მხარს ქუთაისში უჭერენ.

კერძოდ, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 63 პროცენტი უჭერს მხარს, ბათუმში – 63 პროცენტი, ზუგდიდში – 54 პროცენტი, ახალციხეში – 64 პროცენტი, ხოლო ქუთაისში – 67 პროცენტი.

რაც შეეხება საერთო ეროვნულ მაჩვენებელს, მოსახლეობის მხოლოდ 61 პროცენტისთვისაა მისაღები საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ყველაზე ნაკლებად ნატოში გაწევრიანება ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებს სურს – მათი მაჩვენებელი 39 პროცენტია.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი – 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

თეგები: პოლიტიკა