ჩერნოვეცკის ფონდი ქუთაისში უფასო სასადილოს ხსნის. ფონდის ინფორმაციით, უფასო საქველმოქმედო სასადილო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიიღებს. სასადილო გათვლილია დღეში 400 ადამიანის მომსახურებაზე. “ამიერიდან, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც უნდა ჩავარდეს ადამიანი ქუთაისში, ის მშიერი ნამდვილად აღარ დარჩება. სოციალურად დაუცველი ადამიანების ცხელი სადილით უზრუნველყოფა – ეს ჩერნოვეცკის ფონდის უმთავრესი ამოცანაა”-ნათქვამია ფონდის განცხადებაში. სასადილო ქუთაისში, აბაშიძის N10 მდებარეობს, დაწესებულება 20 თებერვალს 13:00 საათზე გაიხსნება.
ქუთაისში ჩერნოვეცკის ფონდი უფასო სასადილოს ხსნის
18 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1
თეგები: საზოგადოება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები