სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბუბა ჩივაძის საქმის გამოძიებას ითხოვს

21 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბუბა ჩივაძის საქმის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს და ითხოვს ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული ბრალდების და მუქარის შემცველი განცხადების შესწავლას.

საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისი თუდეის” რედაქტორი ბუბა ჩივაძე აცხადებს, რომ მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით ანონიმური წყაროები სოციალურ მედიაში მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც მისი აზრით, ზიანს აყენებს პირადად მას და მის მედიასაშუალებას.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი, რათა არ დაირღვეს ჟურნალისტის უფლებები.

თეგები: საზოგადოება