ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავღანეთში ტერაქტს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

18 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 25

ავღანეთში ტერაქტს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ჯალალაბადში თავი ბანკის შენობის წინ აიფეთქა. სადაც ხელფასს საჯარო მოხელეები და სამხედრო პერსონალი იღებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ხალხის შეკრების შემდეგ მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც ამოქმედდა. თავდასხმისას 100–მდე ადამიანი დაშავდა.

მომხდართან კავშირი უკვე უარყო თალიბანმა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თეგები: ავღანეთითალიბანიტერაქტიუცხოეთი