ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს

19 აპრილი, 2015 • ნიუპრესი • 15

“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ინტერნეტრესურსებზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია ლიბიაში მძევლებად აყვანილი ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის სცენები . ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიდეოში მკვლელობის ორი ეპიზოდია ნაჩვენები – ეთიოპიელი ქრისტიანების ერთ ჯგუფს ლიბიის აღმოსავლეთით გაუსწორდნენ, მეორეს კი ქვეყნის სამხრეთით. ქრისტიანთა პირველ ჯგუფს თავები მოაჭრეს, მეორე ჯგუფი კი დაცრილეს.
29 წუთიან ვიდეოში ასევე ჩანს, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იარაღის მუქარით როგორ მოითხოვს ქრისტიანებისგან – გადავიდნენ ისლამზე ან გადაიხადონ გადასახადი ყურანის მიხედვით.

თეგები: ისლამური სახელმწიფოტერორიზმიუცხოეთიქრისტიანების დევნა