სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი იმყოფებოდა

28 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი იმყოფებოდა

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს უმასპინძლა.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე–მერი ნინო თვალთვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა უკრაინასა და იმერეთის რეგიონს შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრეს, მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე.

დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა უკრაინის ელჩთან ერთად, ჩერნობილელთა ხსოვნას მიაგო პატივი და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თეგები: პოლიტიკა