ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საფეხბურთო კლუბი ,,ზესტაფონმა” დაფინანსება ვერ მიიღო

22 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე,ბექა გერაძე • 21

საფეხბურთო კლუბი ,,ზესტაფონმა” დაფინანსება ვერ მიიღო

,,კერძო კლუბის დაფინანსება, იურიდიულად გაუმართლებელია” – კახა შავგულიძე.

ხმაურის ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ზესტაფონში, სადაც საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის” მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი განიხილებოდა. მიუხედავად კლუბისადმი დიდი მხარდაჭერისა, მისი დაფინანსების საკითხი უარყოფითად გადაწყდა.

საკრებულოზე წარმოდგენილი 30 დეპუტატიდან კლუბის დაფინანსებას მხარი 13-მა დაუჭირა, ხოლო 17 წინააღმდეგი წავიდა.

ზესტაფონის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის კახა შავგულიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მიერ კერძო კლუბის დაფინანსება, იურიდიულად გაუმართლებელია და მსგავსი გადაწყვეტილება კანონში წინააღმდეგობასთან მოდის.

თეგები: ვიდეო სიუჟეტიზესტაფონიკალაძეფეხბურთი