სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავსტრიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

17 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

ავსტრიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიის ქალაქ შვეხატში, ლტოლვილთა ბანაკში ჩატარებული რეიდის შედეგად პოლიციამ მაღაზიების გაქურდისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ტანსაცმელი, სუნამოები და კოსმეტიკა.

რეიდის შედეგად ასევე გაირკვა, რომ დაკავებულებს ჰყავთ მეოთხე თანამზრახველი, რომელზეც ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

ipn.ge

თეგები: უცხოეთი