სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მაღალმთიან დასახლებებში 10 მილიონი ლარით სხვადასხვა პროექტები დაფინანსდება

28 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

მაღალმთიან დასახლებებში 10 მილიონი ლარით სხვადასხვა პროექტები  დაფინანსდება

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 3 მილიონი ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ – მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის გამოიყოფა; 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების პროგრამისათვის.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მაღალმთიან რეგიონებს ასევე მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადაეცემათ.

თეგები: პოლიტიკა