18 წელზე უფროსი მოსახლეობის ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
18 წელზე უფროსი მოსახლეობის ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
"ასევე, გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას", — აცხადებენ უწყებაში.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ პორტალზე www.moh.gov.ge.
ამ დროისათვის (18:01) 3019 ადამიანია დარეგისტრირებული.
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ქვეყანაში არსებული ვაქცინების გათვალისწინებით 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრა მხოლოდ ჩინური „სინოფარმით“ არის შესაძლებელი.
ავტორი: ნიუპრესი