|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის უნდა იმ უწყების ჩატარებული რეაბილიტაცია, რომელმაც გელათი სახურავი დააზიანა - თორნიკე ბარათაშვილი

ვის უნდა იმ უწყების ჩატარებული რეაბილიტაცია, რომელმაც გელათი სახურავი ვერ მოწყობის გამო დააზიანა,  - ამის შესახებ „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებს ეხმიანება. 

 როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სიტყვა რეაბილიტაციას ახსენებს, უკვე საშიში ამბავია.  

„როცა კულტ მემკვიდრეობის "დაცვის" სააგენტო სიტყვა რეაბილიტაციას ახსენებს, უკვე საშიში ამბავია.

გელათის, ნიკორწმინდას, კვეტერას, ტიმოთესუბნის.. უამრავი ძეგლის მაგალითზე "რეაბილიტაციის" ახალი კერების გახსნა ახალ შიშებს იწვევს და რისკებს აჩენს.

ბოლნისში ახლა რეაბილიტაცია მიმდინარეობს და პნევმატურ ჩაქუჩს მხოლოდ ძნელად მოსახსნელ ადგილებში ვხმარობთო.

ვის უნდა იმ უწყების ჩატარებული რეაბილიტაცია, რომელმაც გელათი სახურავის ვერ მოწყობის გამო დააზიანა.

ასევე სახურავის გამო აზიანებს ნიკორწმინდის ფასადის ქვას.

ათასჯერ მიმართვის შემდეგ აღიარა ახალმა ხელმძღვანელმა 2019 წლის სამუშაოების წუნი და რა გააკეთა გამოსასწორებლად? -არაფერი!

იქვე, რაჭაში, ბუგეულში, უნიკალურ ძეგლზე, სადაც ძვირფასი ფერწერაა, აღმავალი ტენი მას აზიანებს. 

ერთ კვირიანი დრენაჟის მოწყობის სამუშაო აღმოფხვრის პრობლემას.

ყურს მიღმა გაატარეს.

ლიხაურის თემში, აჭის მონასტრის მხატვრობის ფენის დიდი ნაწილი კედელსაა მოცილებული, რამდენჯერ მივმართეთ, დააიგნორეს.

საჩხერეში, ჭალის ეკლესიას მხოლოდ რეზონანსის ფონზე მიადგნენ ფიქსაციისთვის.

იქვე, პერევისას მხატვრობა არც მოუნახულებიათ..

რამდენი ჩამოვწერო..

ყველგან უბედურება ტრიალებს ამ სფეროში, ესენი ახალ რეაბილიტიაციას იწყებენ..

სისტემური კრახის და რეპუტაციული კოლაფსის ფონზე რაღაც მყვირალა, ქულების ჩასაწერი პროექტი სჭირდებათ და ბოლნისს მიადგნენ.

თითქოს სხვა ყველაფერი მოლეულია და ნესტში არ იხარშება ძეგლების ნაწილი.

მცხეთის ჯვარი მოილიეს უკვე?..

ვის უნდა ამათი რეაბილიტაცია.

ერთადერთი, რასაც შეიძლება აკეთებდნენ, გადაუდებელი ჩარევებია.

ალავერდით ვერ დააკომპენსირეს გელათი..

ამის მუდმივი მცდელობებია..

ფოტოები ბუგეულის ეკლესიის მდგომარეობას აღწერს, რომელზეც ცოტა ხნის წინ გიყვებოდით", - წერს თორნიკე ბარათაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.  

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ბოლნისის სიონში მიმდინარე სამუშაოები, რასაც საზოგადოების რეაქცია მოყვა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა