სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვიმა და ქარი – ამინდის პროგნოზი საქართველოში

21 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

წვიმა და ქარი – ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ იწვიმებს.

22 აპრილს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 12-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში – 8-13 გრადუსი.

23 აპრილისთვის კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაქსიმალური ტემპერატურა თანდათანობით 15 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე იქნება.

ამინდი 25-26 აპრილიდან გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-25 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 23 გრადუსამდე.

სინოპტიკოსების ვარაუდით, 28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი

თეგები: ამინდიწვიმა