ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოს „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ცოტნე ზურაბიანი აირჩიეს

18 აპრილი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

წყალტუბოს „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ  ცოტნე ზურაბიანი აირჩიეს

საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა ორ წელიწადში ერთხელ ხდება.

„ქართული ოცნების“ წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ცოტნე ზურაბიანი აირჩიეს. ის ამ პოსტზე მეორედ აირჩიეს.

“დიდი პასუხისმგებლობაა იყო ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. გასული 2 წელი იყო საინტერესო, ნაყოფიერი. მომდევნო 2 წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი და პროდუქტიული. მადლობა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის” ,-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე ზურაბიანი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის კონფერენციამ 2016 წელს თავმჯდომარედ აირჩია. საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა ორ წელიწადში ერთხელ 2-ჯერ გადარჩევის უფლებით ხდება.

ყრილობაზე 15 დელეგატი და ბიუროს 5 წევრი აირჩიეს.

თეგები: პოლიტიკა