სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

26 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება- ის ბრუნდება პოლიტიკაში, ის დაიკავებს შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პარტიას საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.

ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ დელეგატები პარტიის პოლიტსაბჭოზე აირჩევენ, რის შემდეგაც ყრილობა გაიმართება.

შეგახსენებთ, ივანიშვილმა პარტია 2011 წელს დააფუძნა.

თეგები: პოლიტიკა