სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანში ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო

28 აპრილი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ვანში  ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო

ვანში #1 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო. კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება პირველი ამომრჩევლის შესვლისთანავე დაიწყო.

“დარღვევით აპირებდნენ კენჭისყრის პროცედურის დაწყებას და საკონტროლო პაკეტის ჩაგდების გარეშე აპირებდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას” – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა დათო ჟღენტმა.

კომისიის თავჯდომარის ირმა აბრამიძის განმარტებით კი, არანაირ დარღვევას ადგილი არ ქონია.

” უსაფუძვლოა მათი პრეტენზიები. დარღვევა რომ ყოფილიყო აუცილებლად დაწერდნენ საჩივარს, საჩივარი კი არ დაწერილა”-განაცხადა ირმა აბრამიძემ.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი. რიგგარეშე არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს.

თეგები: პოლიტიკა