12 საათის მონაცემებით, ვანის 31 საარჩევნო უბანში ხმა 6130-მა ამომრჩეველმა მისცა.
№53 საოლქო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 9,7%-ია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არცერთი საჩივარი არ დაწერილა.
ვანის ოლქში სულ 25 033 ამომრჩეველია რეგისტრირებული.