სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 3 საჩივარი დაიწერა

28 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 3 საჩივარი დაიწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე 48.8% (23 485 ამომრჩეველი) შეადგინა.

ამ დროისათვის ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში 3 საჩივარი დაიწერა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ვანში, მე-13 საარჩევნო უბანზე და ხონში, მე-11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი. საჩივრები კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება.

თეგები: პოლიტიკა