ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანის მერვე საარჩევნო უბანზე “საიას” საჩივრის გამო თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა

1 მაისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 23

ვანის მერვე საარჩევნო  უბანზე “საიას” საჩივრის გამო თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში საჩივრების განხილვა დასრულდა.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში საჩივრების განხილვა დასრულდა. ოლქის თავმჯდომარის კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, შესული 7 საჩივრიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, ორი განუხილველი დარჩა.

“შემოსული იყო 7 საჩივარი, აქედან ორი განუხილველი დარჩა, დანარჩენი განხილულია და ამათგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. ვანის მერვე უბანზე “საიას” მიერ დაწერილი საჩივრის გამო, რაც სარეგისტრაციო ჟურნალის დაულუქაობას გულისხმობდა, უბნის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება გამოეცხადათ”, – განაცხადა კახაბერ მჟავანაძემ.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში არჩევნები 28 აპრილს გაიმართა.

თეგები: პოლიტიკა