სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

2 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

პრეზიდენტი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატების გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს მოუწევს პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, რაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მუშაობას უკავშირდება, მათ შორის შეწყალების საკითხს.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დებატების მოთხოვნა პრეზიდენტის ან ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა.

თეგები: პოლიტიკა