2014-2015 წლის სუპერლიგის მეორე თამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ მოიგო. დაძაბულ შეხვედრაში მან “სოხუმი” დაამარცხა. შეხვედრა “შსს აკადემიის” სასარგებლოდ ანგარიშით 105:75 დასრულდა. შსს-ს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, „შსს აკადემია“ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია და მას სუპერლიგაში გამარჯვება აქვს განზრახული. შსს-ს საკალათბურთო კლუბმა „შსს აკადემიამ“ 2013 წელს 26 მაისს სუპერლიგაში გამარჯვება მოიპოვა. „შსს აკადემია“ ერთადერთი კლუბია სუპერლიგის გათამაშებაში, რომელსაც უცხოური კლუბიდან მოწვეული კალათბურთელი არ ჰყავს.
„შსს აკადემიამ“ „სოხუმი“ დაამარცხა
6 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 18
2014-2015 წლის სუპერლიგის მეორე თამაში გაიმართა.
თეგები: კალათბურთი • სოხუმი • სპორტი • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები