სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა

9 მაისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა

“ცალ-ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია, გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია”- ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართა.

დღეს ერთი წელი გავიდა მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევიდან, რასაც 4 მეშახტეს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მერიის წინ სოლიდარობის აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხრება მომხდარის გამო.

შეგახსენებთ, გასული წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე ე.წ. ლიფტი გაწყდა და მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ. უბედური შემთხვევის იმავე შახტში შედეგად ერთი თვის წინ 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მეშახტე კი დაშავდა.

თეგები: საზოგადოება