სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გზები – შეხვედრა სოფელ მერიაში

11 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გზები – შეხვედრა სოფელ მერიაში

საიდან გაჩნდა აზიური ფაროსანა საქართველოში, რა კულტურებს აზიანებს ის და როგორ შეიძლება შევამციროთ მისგან მომდინარე ზიანი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ამ თემებზე სოფელ მერიის მაცხოვრებლებს ესაუბრნენ.

მოსახლეობას დეტალურად განემარტა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს საკარმიდამო ნაკვეთებში და როგორ – საცხოვრებელ სახლში. ადგილობრივებს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოშვებული ბუკლეტიც დაურიგდათ, სადაც სახლის პირობებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაწვრილებითაა აღწერილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების თქმით, მიღებულ ინფორმაციას იმ თანასოფლელებსაც გაუზიარებენ, რომლებიც დღეს ღონისძიებას არ ესწრებოდნენ.

აზიურ ფაროსანაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრის მიზნით, გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულში, 1 აპრილიდან დღემდე არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოფელ მერიის შემდეგ შეხვედრა სოფლებში: ნაღობილევსა და ხვარბეთში შედგა.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

თეგები: საზოგადოება