ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

18 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 24

დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

შსს მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამ საკითხზე ისაუბრებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი 16 საათის ნაცვლად 15 საათზე წარდგება.

სესია 13:00 საათზე განახლდება. პარლამენტი პლენარულ სხდომის ფორმატში მუშაობას სხვადასხვა საკითხების განხილვით დაიწყებს, რის შემდეგაც გიორგი გახარიას მოსმენა გაიმართება.

შსს მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამ საკითხზე ისაუბრებს, ესენია: 2018 წელს შსს-ის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგები, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ასევე 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაცია.

თეგები: პოლიტიკა