შაბათი, 8 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსკოვში სამხედრო აღლუმი გაიმართა

9 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 15

მოსკოვში სამხედრო აღლუმი გაიმართა

აღლუმში 16 ათასი სამხედრო მონაწილეობდა.

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. საზეიმო ღონისძიება, ტრადიციულად, წითელ მოედანზე მოეწყო. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბურია. აღლუმში 16 ათასი სამხედრო, 190 ერთეული მძიმე ტექნიკა და 143 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდა. მოსკოვში 20 ქვეყნის ლიდერი იმყოფება, თუმცა მათ შორის არ არიან შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები. მათ მოსკოვში ჩასვლაზე უარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო თქვეს.

თეგები: 9 მაისიაღლუმიმოსკოვიუცხოეთი