ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გრძელდება

31 მაისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში, პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გრძელდება

ქუთაისში, პარლამენტთან სოლიდარობის აქცია მოწოდებით, “არა უსამართლობას” გრძელდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ პარლამენტთან მისვლა დაანონსეს, პარლამენტის სხდომა შეწყდა და დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია არ დაიშლება და დარჩებიან პარლამენტთან, ვიდრე სამართალს არ მიაღწევენ და არ დაისჯებიან დამნაშავეები.

“არავინაა დაზღვეული ამგავრი უსამართლობისგან, თუ არ დაისაჯენ დამნაშავეები, ამიტომ მოვითხოვთ გადადგეს მთავრობა და დაისაჯონ დამნაშავეები”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პარლამენტთან პოლიცია მობილიზებული.

თეგები: პოლიტიკა