სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა კანადელ მეტოქეს მოუგო

12 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 18

ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა კანადელ მეტოქეს მოუგო

გიგა ჭიკაძე კიკბოქსინგში ასპარეზობს.

მსოფლიო ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ კიკბოქსინგში მეტოქეს, 31 წლის კანადელ კე ტრანსს ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. შეხვედრა K1-ის წესებით გაიმართა. შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჩემპიონატის ფარგლებში, „გლორის“ 21-ე შოუზე შედგა. „გლორის“ ჩემპიონატში მხოლოდ „ა“ კლასის კატეგორიის სპორტსმენები მონაწილეობენ.

მსოფლიო ჩემპიონატში კი სპორტის სასახლეში K1-ის ქამრისთვის გამართულ ორთაბრძოლაში, ქართველმა კიკბოქსიორმა იაპონელი ნაოკი სამუკავა დაამარცხა.

თეგები: გიგა ჭიკაძეკარატეკიკბოქსინგისპორტი