ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ყვითელი განზომილება” უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

15 ივნისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ყვითელი განზომილება” უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

ქუთაისში ახალგაზრდული მოძრაობა “ყვითელი განზომილება” შეიქმნა. დამფუძნებლების განცხადებით, მათი მოძრაობა არის ახალგაზრდული და მასში ის ადამიანები გაწევრიანდებიან, რომელთაც ქვეყანაში არსებული უსამართლობა შეაწუხებთ.

მოძრაობის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ერთ-ერთი დამფუძნებლის, გაგა გოგრიჭიანის განცხადებით, მათი მოძრაობა არის აპოლიტიკური და ემიჯნება პოლიტიკას, თუმცა გამოეხმაურება ყველა მოვლენას, მათ შორის პოლიტიკურს.

“გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მოძრაობა აპოლიტიკური და ახალგაზრდული, რომელიც გააპროტესტებს ყველა უსამართლობას, შესაძლოა, უსამართლობასთან ბრძოლა მოხდეს აქციებით, პერფორმანსებით და სხვადასხვა ღონისძიებებით, ჩვენ ორგანიზაციაში გაწევრიანება ყველას შეეძლება, ვისთვისაც უსამართლო მოვლენები მიუღებელი იქნება”-აცხადებს გაგა გოგრიჭიანი.

ორგანიზატორთა განცხადებით, მოძრაობის დაფუძნება განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

თეგები: საზოგადოება