ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცხოვრება მუსიკის ჰანგებით (ვიდეო)

14 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 42

ცხოვრება მუსიკის ჰანგებით (ვიდეო)

სტუდენტი საკუთარი სწავლის საფასურის გადახდას ქუჩაში სიმღერით ცდილობს.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი საკუთარი სწავლის საფასურის გადახდას თავად ცდილობს. ელიზა გამრეკელაშვილი “ნიუპრესის” სტუმარი ერთხელ იყო. ჩვენი რესპოდენტის ცხოვრებაში მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. “სხვა საშუალება არ არის. საკუთარი სიმღერით ვცდილობ შევაგროვო სწავლის საფასური. სიმღერა ჩემი სულის ნაწილია, რომელიც სიამოვნებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაში მეხმარება. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მაინც საკუთრი ძალებით გავუმკლავდე პრობლემას. იმედი მაქვს ჩემი მცდელობა შედეგს გამოიღებს“, – ამბობს ელიზა გამრეკელაშვილი. ელიზა მუსიკალური ოჯახიდანაა, სადაც თითქმის ყველა მღერის. მას სიმღერა საკუთარი თავის დახმარების, მეგობრებთან გართობის და სხვადახვა საქველმოქმედო საღამოებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

თეგები: საზოგადოებასიმღერასტუდენტიქველმოქმედება