სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მამუკა ბახტაძემ პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა

20 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

მამუკა ბახტაძემ პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც მხოლოდ ერთ საკითხზე – მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგა. ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას აცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გარდა, მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. ყველა სხვა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილი არიან მინისტრობის კანდიდატები, რომლებიც სამინისტროებს აქამდე ხელმძღვანელობდნენ.

თეგები: პოლიტიკა