მაისი 15, 2015

ლათინო-ამერიკულ ცეკვების ტურნირში ქუთაისელი მოცეკვავეები მონაწილეობენ

თბილისში ლათინო-ამერიკულ ცეკვებში მსოფლიოს ღია რეიტინგული ტურნირი ტარდება. ჩემპიონატში 30–ზე მეტი ქვეყნის მოცეკვავეები მონაწილეობენ.

მსოფლიო ჩემპიონებთან ერთად, აღნიშნულ ტურნირში ქუთაისის სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,ელიტა’- ს მოცეკვავეები იღებენ მონაწილეობას: ბარბარე სვანაძე, გიორგი კოსტავა, ნათია გობეჯიშვილი, გიორგი ადეიშვილი, ნონა ჭელიძე, საბა გრძელიძე.

სტუდია „ელიტა“-ს ხელმძღვანელებს, ხათუნა და ანა ბუხაიძეებს ტურნირზე წარმატების მოპოვების იმედი აქვთ.

ტურნირი სპორტულ კომპლექს „არენა“-ზე დღეს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება.