“ტორპედო” ქობულეთის “შუქურასთან” ანგარიშით 2:0 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, საგოლე მომენტების რაოდენობით “ტორპედოს” უპირატესობა ჰქონდა(11:3), თუმცა “შუქურას” კარში ბურთის გატანა ვერ შეძლეს. მატჩში ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა. “ტორპედოს” კარში პირველი გოლი “შუქურას” 8 ნომერმა გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. 65-ე წუთზე ანგარიში 2 ბურთამდე გიორგი გურულმა გაზარდა. საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო მატჩს ქუთაისური კლუბი 22 მაისს ითამაშებს. “ტორპედოს” მეტოქე რუსთავის “მეტალურგი” იქნება.
“ტორპედო” “შუქურასთან” დამარცხდა
17 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 24
მომდევნო მატჩს ქუთაისური კლუბი რუსთავის “მეტალურგთან” გამართავს.
თეგები: მეტალურგი • სპორტი • ტორპედო • შუქურა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები