აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება დასავლეთ საქართველოში.
4 ივლისს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება ტერიტორიები აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების შემდეგ სოფლებში:
ქობულეთის მუნიციპალიტეტი – ლეღვა;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – ზემო ჩიბათი, ნინოშვილი, სუფსა, ქვემო აკეთი, ღრმაღელე;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – განთიადი, ზემო სურები, ზოტი, ნაბეღლავი, შუა სურები, ხევი;
ვანის მუნიციპალიტეტი – ბზვანი, სალომინაო, ტობანიერი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – ზედა კლდეეთი;
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – რუფოთი;
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – გამოჩინებული, საჯავახო;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი – გელათი, ცუცხვათი, ძმუისი;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – ქვიტირი;
ხონის მუნიციპალიტეტი – ხონი;
აბაშის მუნიციპალიტეტი – პირველი ონტოფო;
მარტვილის მუნიციპალიტეტი – კურზუ, ტალერი;
სენაკის მუნიციპალიტეტი – ეკი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – ლესიჭინე;
ხობის მუნიციპალიტეტი – ძველი ხიბულა, ხამისკური.
დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ იხილეთ: parosana.ge<http://www.parosana.ge>
ღონისძიებები მავნებლის პირველი თაობის ნიმფების (მავნებელი დაფრთიანებამდე) საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა – საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.
როგორ ვებრძოლოთ მავნებელს და რომელი პრეპარატებია რეკომენდებული, იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7221.pdf
ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე.
ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.
ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 15 01
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს
4 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1
თეგები: რეკლამა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები