სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

10 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის  აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 63,679 მგზავრს მოემსახურა, -ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს.

2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55 % გაიზარდა. ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 63,679 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივნისი 41, 133 მგზავრი).

რაც შეეხება რეისების რაოდენობის მიხედვით ზრდას, 2018 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 231 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 41 % მეტია. (2017 წლის ივნისი 164 რეისი).

2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 234 743 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 %-ით მეტია. (2017 წლის 6 თვე – 183 632 მგზავრი).

თეგები: აეროპორტი