სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს მოსახლეობის 49 პროცენტს ევროკავშირზე დადებითი წარმოდგენა აქვს

19 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

საქართველოს მოსახლეობის 49 პროცენტს ევროკავშირზე დადებითი წარმოდგენა აქვს

საქართველოს მოსახლეობის 49%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში- აღნიშნულის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს უარყოფითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (13%) ნაკლებია.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 83% თვლის, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან არის კარგი – ეს იგივე მაჩვენებელია, რაც 2017 წელს და გაცილებით აღემატება რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს – 63%-ს.

საქართველოში ადამიანების 70% ენდობა ევროკავშირს (4%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით). ნდობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ კვლავ დაბალია (24%).

საქართველოს მოსახლეობის 67%-მა (9%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით) იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 59% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში 2018 წლის მარტ/აპრილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები ტარდება უკვე სამი წელია; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.

საქართველოში კვლევა პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 1,000-კაციან რეპრეზენტატიულ ამონარჩევში ჩატარდა.

თეგები: პოლიტიკა