ხვამლის მთაზე არქეოლოგიური სამუშაოები იწყება. ექსპედიციას არქეოლოგი დავით სულხანიშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ხვამლის მთა არასდროს შესწავლილა და მასზე სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამის გამო გადაწყდა. „სამუშაოების დაწყებას გულის ფანცქალით ველოდებით. რა იქნება წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო იქნება. სამუშაოები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება“, – აცხადებს დავით სულხანიშვილი. ხვამლის მთაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ივნისში დაიწყება.
არქეოლოგიური ექსპედიაცია სადაზღვევო კომპანია ,,არდი“-ს მხარდაჭერით მოეწყობა. ხვამლი, იგივე ხომლი კირქვული მასივი ლეჩხუმში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 2002 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით პრომეთე მიაჯაჭვეს.
წყარო: interpressnews.ge
ხვამლის მთის არქეოლოგიური კვლევა იწყება
25 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 23
სამუშაოები ივნისში დაიწყება.
თეგები: არქეოლოგია • კულტურა • წყალტუბო • ხვამლის მთა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები