ვატკანის მიერ ორგანზებულ კინოფესტივალზე ქართველ რეჟისორებს საკუთარი ფილმების წარდგენის საშუალაება მიეცემათ. გადაწყვეტილება 25 მაისს პაპის საბჭოს პრეზიდენტის ჯანფრანკო რავაზისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შეხვედრის შედეგად მიიღეს. ფესტივალი „მესამე ათასწლეული“ წმიდა საყდრის მიერაა დაარსებული. მასში რამდენიმე ათეული ქვეყანა მონაწილეობს. ვატიკანში შეხვედრას მიხეილ გიორგაძესთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, საქართველოს ელჩი წმიდა საყდართან თამარ გრძელიძე და ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ესწრებოდნენ. კარდინალმა რავაზიმ აღნიშნა, რომ ვატიკანი მზადაა ქართველ მეცნიერებს საშუალება მისცეს კვალიფიკაცია ვატიკანის მუზეუმსა და არქივებში აიმაღლონ.
ვატიკანის კინოფესტივალში მონაწილეობას ქართველებიც მიიღებენ
27 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 22
ვატიკანი მზადაა ქართველმა მეცნიერებმა კვალიფიკაცია მუზეუმსა და არქივებში აიმაღლონ.
თეგები: ვატიკანი • კინოფესტივალი • კულტურა • კულტურის სამინიტრო
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები