სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი გოგა გოგლიჩაძემ გადაარჩინა

9 აგვისტო, 2018 • ნიუპრესი • 1

მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი გოგა გოგლიჩაძემ გადაარჩინა

ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯარისკაცმა როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა, ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩაძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!

გადარჩენილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.