მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს [VIDEO]
ქუთაისში მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს.საგანგებო სიტუაციიების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომაროებაში წითელი ხიდიდან გადახტა.
სამაშველო სამუშაოები თეთრ ხიდთან ჩატარდა. გადარჩენილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის თვითმხილველის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, მაშველების მოსვლამდე მამაკაცს მოქალაქე დაეხმარა. მისი თქმით, ახალგაზრდა ბიჭი მისაშველებლად "თეთრი ხიდის" მხრიდან ჩავიდა. ჩახტომის დროს ფეხი იტკინა, თუმცა მიშველება მაინც შეძლო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯარისკაცია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამაკაცი მაშველების მისვლამდე გადაარჩინა მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩიძეა.
ავტორი: ნიუპრესი


14:35
13:33
22:22
















