სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას 300-ზე მეტი მედიასაშუალება შეუერთდა

16 აგვისტო, 2018 • ნიუპრესი • 1

ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას 300-ზე მეტი მედიასაშუალება შეუერთდა

აშშ-ში, რამდენიმე დღის წინ, The Boston Globe-მა მოუწოდა მედიასაშუალებებს, შეუერთდნენ კამპანიას და 16 აგვისტოს ნომრებში, გამოაქვეყნონ სარედაქციო სტატიები, რომლებშიც ისინი დონალდ ტრამპს მედიაზე არაერთი თავდასხმისთვის გააკრიტიკებენ. თავდაპირველად, კამპანიას 100-მდე ჟურნალ-გაზეთი შეუერთდა, თუმცა, BBC წერს, რომ მედიასაშუალებების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.

The Boston Globe-ის რედაქციაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი, მედიის წინააღმდეგ, „ბინძურ ომს“ აწარმოებს. რედაქცია დღეს გამოაქვეყნებს წერილს, რომელშიც საუბარი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მედიაზე თავდასხმის საფრთხეებზე.

აშშ-ის მედიასაშუალებების გარდა, კამპანიას ბრიტანული The Guardian-იც შეუერთდა. „ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით ძირს უთხრის, საფრთხეში აგდებს მედიის მუშაობას“, – წერს ბრიტანული გამოცემა სარედაქციო წერილში.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაადანაშაულა მედია სიცრუის ტირაჟირებასა და „ყალბი ამბების“ შექმნაში. 30 ივლისს ეს თემა მასთან ერთად განიხილა The New York Times-ის გამომცემელმა არტურ გრეგ სულსბერგერმა. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჟურნალისტებს „ხალხის მტრებად“ მიიჩნევს.

მოამზადა “იმედინიუსმა”

თეგები: უცხოეთი