გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 15-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.