19 ივლისიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება
ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე, - ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული
ცვლილებების თანახმად, მთავრობის №322 დადგენილებით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ცვლილებები 19 ივლისიდან ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში გუშინ, 15 ივლისს გამოქვეყნდა.
ავტორი: ნიუპრესი