|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

19 სექტემბერს ქუთაისის ოპერის თეატრი 57-ე სეზონს გახსნის

 19 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 57-ე თეატრალურ სეზონს გახსნის ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“-ს საკონცერტო შესრულებით.
საღამო გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.
 მონაწილეობენ: კოტე – არმაზ დარაშვილი ლევანი – ბაკურ კვირიკაშვილი მარო – ფერიდე ჯინჯიხაძე მაკარი – კალისტრატე ხარჩილავა ქეთო – მარიკა მაჩიტიძე საქო – ემილ ჩარგაზია სიქო – ბერდია ონიანი ბარბალე – ირინა ალექსიძე ბაბუსი – ნათია სტეფანიშვილი თეატრის გუნდი – ქორმაისტერი: ნათია გოგუაძე ქორეოგრაფიული დასი – ქორეოგრაფი: ვახტანგ უშვერიძე თეატრის ორკესტრი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე მხატვარი – თეო კუხიანიძე. 
დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი
თეატრის დირექტორი – ირინე ლომინაძე
 დასაწყისი: 19:00 საათზე
ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“-ს საკონცერტო შესრულებით სცენაზე კვლავ გაცოცხლდება სიყვარულისა და ხალისის სიუჟეტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსმენელსა და მაყურებელს სიხარულით ავსებს. ქუთაისის ოპერის თეატრი ტრადიციულად აგრძელებს მისიას — შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული საოპერო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციები. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა