|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

19 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

დაღუპულის ახლობლები საგამოძიებო ორგანოში, დღეს, მას შემდეგ დაიბარეს, რაც გარდაცვლილი ქალის ოჯახმა მომხდარზე მედიით ისაუბრა.

სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მათი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყველა იმ ექიმს ლიცენზია შეუჩერდეს, რომელთა სავარაუდო დანაშაულიც საქმეში იკვეთება. ამასთან, მოხდეს სათანადო და დროული გამოძიება.

"მე ვარ დაობლებული ბავშვის, შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა "ოცნებების ახდენის დროა" და როგორც აუხდა, ვხედავთ. დაისაჯოს ყველა დამნაშავე", -განაცხადა თეა ლატარიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა