|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი მასწავლებლებისათვის ყველაფერი იწყება მასწავლებლით

 ნათელა ჯანელიძე, ლელა ბურჯანაძე და თეა არონია იმ მასწავლებლებს შორის არიან, რომელთაც საქართველოს უნივერსიტეტის, ახალ პროექტში - მასწავლებელებისთვის მონაწილეობა მიიღეს  მასწავლებელთა ფორუმში. პროექტი, რომელიც მთელწლიანია, მოიცავს ინტენსიურ, პროფესიულ განმავითარებელ ტრენინგებსა და ვორქშოფებს მასწავლებლებისათვის, როგორც მაღალი კლასის პედაგოგებისათვის ასევე - დაწყებითი და საშუალო საფეხურის რგოლისთვის. 

პირველი შეხვედრის ფარგლებში, 4 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მასწავლებელთა ფორუმი - გარდამავალი ეტაპები განათლებაში, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით, ასამდე  მასწავლებელს, საშუალება ჰქონდათ, მათთვის შერჩეულ ვორქშოფებს დასწრებოდნენ და გაეძლიერებინათ პროფესიული კავშირები - დარგობრივი მიმართულებით. 

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სტუდენტი ვიყავი, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონალურ ოფისში, ქალაქ ქუთაისში, ხშირად ვესწრებოდი ადგილობრივ არაფორმალურ საგანამანათლებლო შევედრებს, სწორედ ამ პერიოდიდან ვიცნობ ამ უნივერსიტეტს და მის შესაძლებლობებს, იყოს საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი. რაც შეეხება პროექტს მასწავლებლებისათვის, ეს იყო შესაძლებლობა გაგვეფართო-ვებინა პროფესიული კონტაქტების არეალი და მიგვეღო დამატებითი, სრულყოფილი ინფორმაცია საგანამანათლებლო სფეროში AI ინტეგრაციის საჭიროებასა და ოქროს შუალედზე, რაც მეტად პროდუქტიულს ქმნის სასაწავლო გარემოს“ გვიზიარებს ლელა ბურჯანაძე ქალაქ ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის, #2 საჯარო სკოლის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.  

თანამედროვე ეპოქაში მასწავლებლის პროფესია პირდაპირი მნიშვნელობით გამოწვევებათან ყოველდღიურ ბრძოლას უდრის, მას უწევს არამარტო ცოდნის გაზიარება, არამედ კონკურენციის გაწევა ტექნოლოგიურ სიახლეებთან, რომელიც ერთის მხრივ ამარტივებს ცოდნის მიღებას, მაგრამ სრულად შთანთქავს ემოციური ინტელექტის საჭიროებას. ამ ყველაფრის ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები მუდმივ პროფესიულ კავშირს ამყარებდნენ ერთმანეთთან და ამავდროულად ფეხს უწყობდნენ სიახლეებს, სფეროს ირგვლივ. 

„რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა. ჩვენ ხშირად რამდენიმე პროფესიის შეთავსება გვიწევს.  ვმეგობრობთ ბავშვებთან, ვიზიარებთ მათ სიხარულს და განცდებს, ვეძებთ სწავლა-სწავლების უკეთეს მეთოდებს, კლასის აკადემიური დონის შესაბამისად ვაკეთებთ აქტივობებს და რაც ყველაზე მთავარია მონაწილეობას ვიღებთ მათი მომავლის დაგეგმვაში, რაც თავისთავად გულისხმობს საჭიროებას, რომ თავად ვიყოთ ინფორმირებული უნივერსიტეტებისა და სასწავლო ცენტრების შესახებ, გარდა იმისა, რომ ამ პროექტით პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მოგვეცა - თავისთავად გავეცანით უნივერსიტეტს და მის რესურსებს, რაც მეტად თვალნათელს ხდის ჩვენთვისაც - შესაძლო რჩევის მიცემის შესაძლებლობას მოსწავლეებისათვის.“ აღნიშნავს ნათელა ჯანელიძე - ქალაქ ქუთაისის, კერძო სკოლა მერმისის დირექტორის მოადგილე, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. 

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტი სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს მასწავლებლებს, განგრძობით ვადაში. დასკვნითი ღონისძიება კი - დაეთმობა მასწავლებლის გავლენის ჯილდოს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მასწავლებელთა ფორუმზე დაანონსდა. 

ეს არის შესაძლებლობა მასწავლებელმა, ან სკოლამ დამოუკიდებლად, განხორციელებული პროექტის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობისთვის წარადგინოს მასწავლებელი. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის მიერ შესრულებული პროექტი მოიაზრებდეს ინოვაციურ და საჭირო ცვლილებებზე დაფუძნებულ შედეგებს, რაც განივრცობა სკოლის საგანმანათლებლო გარემოზე. 

„ეს პროექტი ჩემთვის ახალი ენერგიის წყაროა, სივრცე, სადაც მასწავლებლის შრომა დაფასებულია და სადაც ინოვაციური იდეები რეალურ მხარდაჭერას პოულობს. პროექტი პასუხობს თანამედროვე განათლების მთავარ გამოწვევას — როგორ ვაქციოთ სწავლა ცოცხალ, ემოციურ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად. ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებ და რაღა თქმა უნდა კოლეგებსაც მოვუწოდებ ინტეგრაციისკენ, რადგან გარდა წარმატებული შედეგების გაზიარებისა, მსგავსი შეხვედრები ჩვენი, მასწავლებლების კონტაქტების გაფართოების საშუალებას გვაძლევს, რაც პროფესიულ მხარდაჭერას ერთი ორად ზრდის.“ გვიზიარებს თეა არონია, ქალაქ ქუთაისის #24 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი. 


საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას, სხვადასხვა პროექტებით და რაც მთავარია გამოარჩევს მასშტაბურობა, ის რომ მის შესახებ ინფორმაციის მიღება ლოკალურად არის შესაძლებელი, უკვე წლებია ცნობილია ქუთაისის მცხოვრებთათვის. (მარიამ კუხიანიძე - ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორი) ეს უკანასკნელი პროექტი კი - თავის მხრივ მასწავლებლებისთვის დამატებითი სივრცის შექმნა/შეთავაზებაა, პროფესიული უნარების განსავითარებლად და რაც მთავარია სიახლეების ირგვლივ მიღებული სრული ინფორმაციის გასაზიარებლად და რადგან ყველაფერი იწყება მასწავლებლით, საქართველოს უნივერსიტეტიც ამ ფუნდამენტზე აშენებს ახალ შესაძლებლობებს.



ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა