იმერეთის გუბერნატორის პოსტზე შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა. შავლეგო ტაბატაძე პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
შავლეგო ტაბატაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. მას გენერლის წოდება გასულ წელს მიენიჭა.
მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას ვიცე–გუბერნატორისგრიგილოლ დალაქიშვილი იკავებდა, ერთ–ერთ კანდიდატად გუბერნატორის პოსტზე სწორედ ის მოიაზრებოდა.
დღესვე დაინიშნენ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები.