წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძის) მანტია რუსეთში ჩაიტანეს და მასთან მიახლება და მოლოცვა მოსკოველებს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 11 და 12 ივნისს შეეძლებათ. ტაძარი საქართველოს მოედანზე, # 13-ში მდებარეობს. ამ ინფორმაციას რუსული ინტერნეტგამოცემა gabriel-urgebadzecom აქვეყნებს. ვებგვერდის ინფორმაციით, სიწმინდე დივეევოში (ნიჟნი ნოვგოროდი) მოსკოვის გავლით ჩააბრძანეს.
სიწმინდეს მოსალოცად დააბრძანებს საქართველოს საპატრიარქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის მონაზონი დედა სერაფიმა ჭითანავა.
ipn.ge
წმინდა მამა გაბრიელის მანტია რუსეთში ჩაიტანეს
8 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 23
მოსკოვში სიწმინდესთან მიახლოება 11 და 12 ივნისს იქნება შესაძლებელი.
თეგები: მამა გაბრიელი • მოსკოვი • საზოგადოება • სიწმინდე
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები