სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა შეწყვიტა

17 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. არჩევნებამდე 12 დღით ადრე არხზე ყველა საინფორმაციო და საავტორო გადაცემა შეჩერდა.

“ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელი, პარლამენტარი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ “ომეგა ჯგუფისათვის” შექმნილი პრობლემები ტელეკომპანიაზე პირდაპირი ზეწოლაა. მისი თქმით, ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა არც ხელისუფლებისთვის იქნება სიკეთის მომტანი და სამართლებრივი ბრძოლა ლონდონში გრძელდება.

„იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რასაც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა იბერიაც და ომეგა ჯგუფიც. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

თეგები: პოლიტიკა